- პროექტის სახელწოდება: ბუნების მაცნეები.
- პროექტის მთავარი იდეა (თემა):. მოსწავლეებმა ისწავლონ დაბინძურებული გარემოს ამოცნობა ბიოლოგიური ინდიკატორის გამოყენებით.
- პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან დღესდღეობით გარემო უზომოდ დაბინძურებულია და ბიოლოგიური ინდიკატორების ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარებათ ეკოლოგიურად სუფთა და დაბინძურებული გარემოს გარჩევაში.
- პროექტის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება. მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება. შეძლოს ბიოლოგიური ინდიკატორებით ბუნების დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა.
- მონაწილეთა ასაკი: 11-16 წელი. VI-XI კლასი.
- ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს, გადაღებული სურათებითა და შესრულებული ნახატებით მოაწყობენ გამოფენას. პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს გაიგებენ ბიოლოგიური ინდიკატორების შესახებ, ისწავლიან სუფთა და დაბინძურებული გარემოს გარჩევას, გაუფრთხილდებიან ბუნებას. სკოლაში მოწყობილი გამოფენა და ფოტო სესია ესთეტიურ სიამოვნებას მიანიჭებს მნახველებს.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული კამერა,ვიდეო კამერა, ფულადი რესურსი(ტრანსპორტი,კვება), მასალა სააგიტაციო ბარათებისა და ბუკლეტების დასამზადებლად. ფერადი ფანქრები. მარკერები.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის დაწყებისას ბავშვები გაეცნობიან სიტყვა ინდიკატორის მნიშვნელობას, გაიხსენებენ ბუნებრივ და ხელოვნურ ინდიკატორებს. მოიძიებენ ინფორმაციას ბიოლოგიურ ინდიკატორებზე. შემდეგ მოვაწყობთ გასვლით ტურებს ლისის ტბაზე, თბილისის ზღვაზე და მტკვრის სანაპიროზე (თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში). მოძებნიან ბიოლოგიურ ინდიკატორებს, გადაიღებენ ფოტო და ვიდეო მასალას. შემდეგ მოახდენენ ამ მასალის დახარისხებას, ანალიზს და დაადგენენ თბილისის შემოგარენის დაბინძურების ხარისხს. დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს დაბინძურებული გარემოს ამოსაცნობი ნიშნებით.მოაწყობენ პრეზენტაციას და დაარიგებენ ამ ბუკლეტებს დამსწრე საზოგადოებაში. შექმნიან ბლოგს და მასზე განათავსებენ მოძიებულ მასალას, ფოტო და ვიდეო მასალას და ამ მასალების ანალიზის შედეგად გაკეთებულ დასკვნებს.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში: ბუნებისმეტყველებაში-შეისწავლიან მცენარეების გავრცელებას სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში. ხელოვნებაში -სხვადასხვა ნახატების დამზადებით და ფოტო-გადაღებებით. ქიმიაში გაიღრმავებენ ცოდნას ინდიკატორების შესახებ. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში- ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, პრეზენტაციის მომზადებით. ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით. შეძლებენ აღწერონ ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული უარყოფითი შედეგები, ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები მათი თავიდან აცილების საშუალებებზე. შეძლებენ ბიოლოგიურ ინდიკატორების დასახელებას და ამოცნობას..
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნანა ხატიური. თბილისის 179-საჯარო სკოლა. ბიოლოგიის მასწავლებელი.
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nxatiurinana@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nanaxatiuris.blogspot.com
Sunday, November 9, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)